ბაჰრეინში ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 116 ადამიანი დააკავეს
ბაჰრეინში ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 116 ადამიანი დააკავეს

ბაჰრეინის უსაფრხოების სამსახურმა ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 116 ადამიანი დააკავა – ამის შესახებ ინფორმაციას სამეფოს შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტერორისტული ქსელი, რომელსაც მხარდაჭერას ირანის ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსი უწევდა, ბაჰრეინის ოფიციალურ პირებზე თავდასხმას გეგმავდა.

მათ სამიზნეს ასევე წარმოადგენდა ნავთობობიექტები და ქვეყნის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება.

დაკავებულთა შორის 3 პირი სავარაუდოდ დაჯგუფების ლიდერია, რომლებიც მებრძოლების იარაღითა და ასაფეთექბელი მოწყობილობებით აღჭურვაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. აღმოჩენილია იარაღის საწყობიც.