აზარის პირველი გოლი 2020 წელს, სერხიო რამოსის მე-500 მატჩი, თომას მიულერის რეკორდი - ტოპ-5 ქვეყნების ჩემპიონატებში შაბათის მატჩების საინტერესო ფაქტები (ვიდეო)
აზარის პირველი გოლი 2020 წელს, სერხიო რამოსის მე-500 მატჩი, თომას მიულერის რეკორდი - ტოპ-5 ქვეყნების ჩემპიონატებში შაბათის მატჩების საინტერესო ფაქტები (ვიდეო)

* ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში ბარსელონამ 1:1 ითამაშა ალავესის წინააღმდეგ. კატალონიურ გუნდს ლა ლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. რონალდ კუმანის გუნდი გათამაშების ცხრილში რვა ქულით მე-12 ადგილზეა.

* ბარსელონას რიგებში 63-ე წუთზე გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა. ეს ფრანგის პირველი შედეგიანი მოქმედება იყო კუმანის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შვიდ მატჩში.

* ლიონელ მესიმ ვერ შეძლო ალავესთან მატჩში ჯარიმიდან გოლის გატანა. ბოლო 41 მატჩში, არგენტინელს საჯარიმოდან პირდაპირი დარტყმით გოლის გატანის 45 მცდელობა ჰქონდა და მხოლოდ ერთი იყო წარმატებული – ივლისში ოსასუნას წინააღმდეგ.

* მესიმ ბოლო სამ მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

* ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში ატლეტიკომ 3:1 დაამარცხა ოსასუნა. ამ მოგებით მადრიდელებმა ლა ლიგაში წაუგებელი სერია 22 მატჩამდე გააგრძელეს – 13 მოგება და 9 ფრე. ატლეტიკოს ბოლო მარცხი 2020 წლის 1 თებერვლით თარიღდება. ლა ლიგაში უფრო გრძელი წაუგებელი სერია ჰქონიათ ბარსელონას (43 მატჩი 2017-18 წლებში), რეალ სოსიედადს (38 მატჩი 1979-80 წლებში) და რეალს (31 მატჩი, 1988-89 წლებში).

* ატლეტიკოს რიგებში ორი გოლი გაიტანა ჟოაო ფელიქსმა. ეს მისი მეორე დუბლია ბოლო ხუთ დღეში – მანამდე, პორტუგალიელმა ორი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა ზალცბურგის კარში.

* ლა ლიგას მერვე ტურში მადრიდის რეალმა 4:1 გაანადგურა უესკა. ქარიმ ბენზემამ ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 32 წლის ფრანგს ბოლო სამ მატჩში სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

*„რეალს ლა ლიგაში ბოლო ექვს მატჩში ხუთი მოგება აქვს.

* ედენ აზარმა რეალის შემადგენლობაში ბოლო 392 დღის განმავლობაში პირველი გოლი გაიტანა. მისი ბოლო გოლი 2019 წლის 5 ოქტომბრით თარიღდებოდა. 2020 წელს, ნახევარმცველს არც კლუბში და არც ბელგიის ნაკრებში გოლი არ ჰქონდა გატანილი.

* სერხიო რამოსმა მე-500 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში. ის ისტორიაში მეათე ფეხბურთელია, რომელმაც ამ ზღვარს მიაღწია. პრიმერაში გოლების რაოდენობით რეკორდსმენი ანდონი სუბისარეტაა – 622 მატჩი.

* * *

* პრემიერლიგის მეშვიდე ტურში ლივერპულმა“ 2:1 დაამარცხა ვესტ ჰემი. მერსისაიდელებს ინგლისის ჩემპიონატის რანგში ენფილდზე ზედიზედ 63 მატჩია არ წაუგიათ. ბოლო მარცხი თარიღდება 2017 წლის აპრილით. ამ 63 მატჩიდან იურგენ კლოპის გუნდმა მოიგო 52 მატჩი და 11-ჯერ ითამაშა ფრედ. შინ წაუგებელი სარეკორდო სერია ჩელსის“ ეკუთვნის, რომელმაც 2004-2008 წლებში სტემფორდ ბრიჯზე ზედიზედ 86 მატჩი არ წააგო.

* მოჰამედ სალაჰს ყველაზე ტურნირზე ზედიზედ 14 პენალტი აქვს გატანილი.

* 22 წლის ტრენტ ალექსანდერარნოლდმა მე-100 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში. უფრო ადრეულ ასაკში ლივერპულში ამ ზღვარს მაიკლ ოუენმა, რობი ფაულერმა, ჯეიმი რედნაპმა და სტივენ ჯერარდმა მიაღწიეს.

* „ჩელსის ახალმა მეკარე ედუარ მენდიმ ზედიზედ მეხუთე „მშრალიმატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე.

* * *

* შალკეს“ მოუგებელი სერია ბუნდესლიგაში 22 მატჩს უტოლდება. გუნდის ბოლო მოგება 17 იანვრით თარიღდება.

* ბაიერნს“ ზედიზედ რვა ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული.

* ბაიერნს“ ექვსი ტურის შემდეგ 24 გოლი აქვს გატანილი. ეს ბუნდესლიგის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი ეკუთვნოდა გლადბახს“, რომელიც 1973-1974 წლების სეზონზე იყო დამყარებული.

* მიულერმა ბუნდესლიგაში 260-ე მატჩი მოიგო, რითაც ოლივერ კანის საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

* დორტმუნდს“ ოთხმატჩიანი მოგებების სერია აქვს, რომლის დროსაც გოლი არ გაუშვიათ.

* ჰუმელსმა კარიერაში მეორე დუბლი შეასრულა. პირველი 2010 წელს იყო კიოლნის“ წინააღმდეგ.

* * *

* იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურში ინტერმა“ პარმასთან“ 2:2 ითამაშა. მილანურ კლუბს მხოლოდ ერთი მოგება აქვს ბოლო ექვს ოფიციალურ მატჩში.

* „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის მეცხრე ტურში სტუმრად 3:0 მოუგო „ნანტს“. სეზონის სტარტზე ერთმანეთის მიყოლებით ორი წაგების შემდეგ, პარიზულმა კლუბმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო.