ავთანდილ თალაკვაძე - კატეგორიულად უარვყოფ რუსული მედიის ცრუ ინფორმაციას, დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალების შესახებ
ავთანდილ თალაკვაძე - კატეგორიულად უარვყოფ რუსული მედიის ცრუ ინფორმაციას, დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალების შესახებ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე აცხადებს, რომ რუსული მედია ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, თითქოს აქციაზე ერთი დაშავებული პირი გარდაიცვალა.

„კატეგორიულად უარვყოფ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი რჩება. მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში. თითოეული დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება“, – აცხადებს ავთანდილ თალაკვაძე.

დატოვე კომენტარი