აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები, ხოლო პოლიტიკურ ლიდერებს - ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო რეფორმებზე
აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს კანონპროექტები, ხოლო პოლიტიკურ ლიდერებს - ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო რეფორმებზე

მივესალმებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის“ შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩო მოუწოდებს მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს აღნიშნული კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას.

„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის“ შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.