აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 300 ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა, მათგან 280 დაპატიმრებულია
აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 300 ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა, მათგან 280 დაპატიმრებულია

აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 300 ადამიანის წინააღმდეგ აღძრა. „როიტერის“ ინფორმაციით, მათგან 280 დაპატიმრებულია.

„პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ გამოძიება უპრეცედენტო სიჩქარით და მასშტაბით მიმდინარეობს. მათ, ვინც დამნაშავეა, პასუხი უნდა აგონ, და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა აშშ-ის ფედერალური პროკურორის მოადგილემ.

მანამდე, კაპიტოლიუმის პოლიციის მოქმედმა უფროსმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია, რადგან ფიქრობს, რომ იმ ადამიანებმა, ვინც 6 იანვარს თავს დაესხნენ კაპიტოლიუმს, შესაძლოა, იგივე მოიმოქმედონ ჯო ბაიდენის კონგრესში ყოველწლიური მიმართვის დროს. მისი თქმით, ტრამპის მხარდამჭერებმა კონგრესის აფეთქების სურვილიც გამოთქვეს.

აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ „გამოძიება ყურადღებით აკვირდება ყველა იმ პირს, ვინც გამოხატა თავდასხმის სურვილი, ან მსგავსი ქმედება მანამდეც ჩაიდინა.“

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის შტურმის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.