აშშ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის საპასუხოდ, ახალ გლობალურ ინფრასტრუქტურულ გეგმას წარადგენს
აშშ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის საპასუხოდ, ახალ გლობალურ ინფრასტრუქტურულ გეგმას წარადგენს

აშშ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის საპასუხოდ, ახალ გლობალურ ინფრასტრუქტურულ გეგმას წარადგენს, – ამის შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვით, მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიერ 2013 წელს წარდგენილი მრავალტრილიონიანი ინფრასტრუქტურული გეგმაა, რომელიც აზიიდან ევროპამდე არეალს მოიცავს და მასში შემავალ, მათ შორის სარკინიგზო, საპორტო, ავტომაგისტრალებისა და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, 100-ზე მეტ სახელმწიფოს აქვს შეთანხმებაზე ხელი მოწერილი.

„დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტი გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს. სამიტის დასასრულს ერთობლივი კომუნიკე გამოქვეყნდება, სადაც ყველა ის ინიციატივა იქნება გაწერილი, რაზე შეთანხმებასაც უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები შეძლებენ.