არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულზე გამოიკვეთება
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულზე გამოიკვეთება

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას გაზაფხულზე გეგმავს. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, პარტიაში აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ჯერჯერობით არ გამართულა.

მისი ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

„საკითხზე შეთანხმება გონივრულ დროში მოხდება და წინასაარჩევნო კამპანიაც თავის დროზე დაიწყება. ვფიქრობ, საპრეზიდენტო კანდიდატი გაზაფხულზე გამოიკვეთება, რომელსაც მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს მიმდინარე წლის ოქტომბერში აირჩევს, რადგან მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების ვადა სწორედ 2018 წლის ოქტომბერში ეწურება.