არჩილ თალაკვაძე - ოზურგეთში ჩემი ბიურო არა ალეკო ელისაშვილის სტუმრობის გამო, არამედ იმიტომ იყო დაკეტილი, რომ კვირა დღეა
არჩილ თალაკვაძე - ოზურგეთში ჩემი ბიურო არა ალეკო ელისაშვილის სტუმრობის გამო, არამედ იმიტომ იყო დაკეტილი, რომ კვირა დღეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამავდროულად ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატია, განმარტავს, რომ მისი ბიურო ოზურგეთში დაკეტილი იყო არა ალეკო ელისაშვილის სტუმრობის გამო, არამედ იმიტომ, რომ დღეს კვირა დღეა.

არჩილ თალაკვაძემ დღეს ფეოდალობის თაობაზე ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებსაც უპასუხა.

„ის თურმე ოზურგეთში იყო ჩასული და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც დამრჩენია არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„სამოქალაქო მოძრაობის” წევრებმა ოზურგეთში, ადმინისტრაციულ შენობაზე, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროა განთავსებული, სტიკერები „მაჟორიტარი ფეოდალია“ გააკრეს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ამ ქმედების მიზანი თალაკვაძის არაეფექტური მუშაობის მხილებაა.