ანტონიუ გუტერეში - ოდესის პორტიდან გასული სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით - მარცვლეულით და იმედით, ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში
ანტონიუ გუტერეში - ოდესის პორტიდან გასული სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით - მარცვლეულით და იმედით, ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში

სატვირთო ხომალდი 26 ათასი ტონა მარცვლეულით პირველი კომერციული გემია, რომელიც ოდესის პორტიდან 25 თებერვლის შემდეგ გავიდა, ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

„სატვირთო ხომალდი უნდა ჩავიდეს თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ხვალ, სადაც შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი დანიშნულების ადგილისკენ, ტრიპოლიში გაემგზავრება. ეს სავაჭრო ხომალდი დატვირთულია ორი დეფიციტური პროდუქტით – მარცვლეულით და იმედით. ეს არის იმედი მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც დამოკიდებული არიან უკრაინული პორტების შეუფერხებელ მუშაობაზე, რათა გამოკვებონ თავიანთი ოჯახები. ამ გემის გამგზავრება „შავი ზღვის მწვანე ინიციატივის“ პირველი კონკრეტული შედეგია. ეს უნდა გახდეს პირველი მრავალ სავაჭრო ხომალდს შორის, რომლებიც მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე შვებას და სტაბილურობას ჩაიტანენ“,- განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

უკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა ოდესა დღეს დატოვა.