ანტონიო გუტერეშის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ანტონიო გუტერეშის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

აზოვსტალის“ ქარხნიდან, ქალაქ მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა „ტვიტერით“ განაცხადა.

გაერო-სა და „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ერთიანი ოპერაციის შედეგად, ორმა უსაფრთხო კოლონამ წარმატებით განახორციელა 500-მდე ადამიანის ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან, მარიუპოლიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან. იმედი მაქვს, რომ მოსკოვთან და კიევთან მუდმივი კოორდინაცია მეტ ჰუმანიტარულ პაუზას მოახდენს, მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“, – დაწერა გუტერეშმა „ტვიტერზე“.