ანტალიის აეროპორტში ქარიშხლის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
ანტალიის აეროპორტში ქარიშხლის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ანტალიის აეროპორტში ქარიშხლის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ამ მომენტისთვის ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პროვინციის გუბერნატორის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ძლიერი ქარის შედეგად თურქეთის საკურორტო ქალაქის აეროპორტში ავტობუსი და კიბე გადაყირავდა.

ქარიშხალმა დააზიანა ორი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიის მიუხედავად ანთალიის აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.