ანრი ოხანაშვილი - კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, ეს არის პრინციპი, რომელსაც ჩვენ დავიცავთ
ანრი ოხანაშვილი - კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, ეს არის პრინციპი, რომელსაც ჩვენ დავიცავთ

პოლიციელის ღირსების დაცვა, საზოგადოების დაცულობის გარანტიაა – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, ჟურნალისტებთან, პანკისის ხეობაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

„საზოგადოების ინტერესებშია და საზოგადოების დაცულობის გარანტიაა პოლიციელის ღირსების დაცვა. კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, ეს არის პრინციპი, რომელსაც ყველა დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენც დავიცავთ. ნებისმიერ კანონდარღვევაზე საჭიროა რეაგირება, თუმცა როგორ, რა ფორმით, ვის მიმართ, ეს არის კონკრეტული უწყების მოკვლევის სფერო“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.