ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა
ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა

ჰორიზონტზე მესამე მსოფლიო ომი გამოჩნდა ბირთვული ხანძრით, რომლის თავიდან აცილება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ  ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

„აშშ-ისა და მისი სატელიტების ძალისხმევით, ჩვენთვის ახლობელ ქვეყანაში გაჩაღებულია ფართომასშტაბური ომი „ბოლო უკრაინელამდე“ (ვციტირებ), რომლის შედეგადაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა და დასახიჩრდა მილიონამდე ადამიანი ორივე მხრიდან. მილიონობით ლტოლვილად იქვა. შედეგად, ჰორიზონტზე გამოჩნდა მესამე მსოფლიო ომი ბირთვული ხანძრებით. კითხვა ერთია: რა გავაკეთოთ? ყველას გესმით და იცით: გზა ერთია – მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტი უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

„გავრისკავ და წარვადგენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. ზავის გამოცხადებას ორივე მხრიდან ჯარების გადაადგილების, გადაჯგუფების უფლების გარეშე, იარაღისა და საბრძოლო მასალების, ცოცხალი ძალებისა და ტექნიკის გადასროლის უფლების გარეშე“, – აღნიშნა მან.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, წინასწარი პირობების გარეშე მოლაპარაკებების მაგიდასთან შესაძლებელია ყველა სახის საკითხის მოგვარება – ტერიტორიული, აღდგენითი, უსაფრთხოებისა და სხვა.