ალექსანდერ-არნოლდი ოთხ კვირას გამოტოვებს
ალექსანდერ-არნოლდი ოთხ კვირას გამოტოვებს

„ლივერპულის“ მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ტრავმირებულია. ფეხბურთელმა დაზიანება პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო.

როგორც საკუთარ „ტვიტერში“ ჟურნალისტმა პოლ ჯოისმა დაწერა, ექიმებმა 22 წლის ფეხბურთელს კუნთის ტრავმა დაუდგინეს. აღდგენისთვის მცველს დაახლოებით ოთხი კვირა დასჭირდება.

ასე რომ, ალექსანდერ-არნოლდი გამოტოვებს პრემიერლიგის მატჩებს „ლესტერისა“ და „ბრაიტონის“ წინააღმდეგ, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტასთან“ და „აიაქსთან“ შეხვედრებს. არსებობს ალბათობა, რომ ტრენტი ასევე ვერ ითამაშებს „ვულვერჰემპტონისა“ და „მიდტიულანდის“ წინააღმდეგ.