ახალი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იქნება
ახალი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იქნება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია გაბუნიამ პირველ არხს დაუდასტურა.

დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული.

ამასთან, ცნობილია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სავარაუდოდ, ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შერჩევის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და მათ ბრიფინგზე წარადგენს.