აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ინფიცირებულთა კონტაქტებია, მათ შორის არის 15 არასრულწლოვანი
აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ინფიცირებულთა კონტაქტებია, მათ შორის არის 15 არასრულწლოვანი

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 144 ბათუმს უკავშირდება. გასულ დღე-ღამეში აჭარაში სულ 4000-მდე პირი გამოკვლიეს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ორი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, დანარჩენი პაციენტების უმრავლესობა კი გასულ დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. მათ ვირუსი მიზნობრივი კვლევების შედეგად გამოუვლინდათ.

ინფიცირებულებს შორის 15 არასრულწლოვანია, არიან ორსულებიც, ასევე „კოვიდ-19“ დაუდასტირდა რამდენიმე მედიკოსს.

ამჟამად აჭარაში ექვს კლინიკაში 321 პაციენტი მკურნალობს, 158 კი საკარანტინო სივრცეში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.