აჭარაში ბოლო ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო ორი კოვიდინფიცირებული პაციენტიც გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით. ახლა მთავარია, ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები და შევძლოთ პირველი ტურისტების მიღება. შესაბამისად უნდა დავიწყოთ ეკონომიკის ამოქმედება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მედიკოსებს და უწყებათაშორის კომისიას.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე