73 წლის ჰიდინკი კურასაოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია
73 წლის ჰიდინკი კურასაოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი დამრიგებელი გუს ჰიდინკი კურასაოს ნაკრებს ჩაუდგა სათავეში.

73 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოლომდეა გაფორმებული. თავისი მოვალეობების შესრულებას ჰიდინკი პირველ სექტემბერს შეუდგება.

„ეს შეიძლება უცნაურ გადაწყვეტილებად მოგეჩვენოთ, მაგრამ რთულია თქვა „არა“. კურასაოს ბოლო წლებში დიდი ნახტომი ჰქონდა წინ და მინდა დავეხმარო ფეხბურთელებსა და პერსონალს კიდევ ერთი საფეხურით მაღლა ავიდნენ საერთაშორისო ფეხბურთში“, – განაცხადა ჰიდინკმა.

კურასაოს ნაკრები კონკაკაფის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების საფეხბურთო კონფედერაცია) ზონაში გამოდის.