36 წლის იბიშევიჩი „შალკეს“ ფეხბურთელი გახდა
36 წლის იბიშევიჩი „შალკეს“ ფეხბურთელი გახდა

ბოსნიელმა ფორვარდმა ვედად იბიშევიჩმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „შალკესთან“. გელზენკირხენულ კლუბში ვეტერანი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, რადგან წინა კლუბთან – ბერლინის „ჰერტასთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

გასულ სეზონში 36 წლის თავდამსხმელმა 27 მატჩი ჩაატარა საკლუბო დონეზე, შვიდი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი პასი შეასრულა. მანამდე ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენში“, „დიჟონში“, „ალემანიაში“, „ჰოფენჰაიმსა“ და „შტუტგარტში“ თამაშობდა.

ბოსნიის ნაკრებში იბიშევიჩის მონაგარი 83 მატჩი და 28 გოლია.