​სუს-ის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, 38 კი, კარანტინში იმყოფება
​სუს-ის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, 38 კი, კარანტინში იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, სამსახურის 38 თანამშრომელი კი, კარანტინში იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, უკვე ჩატარებულია შენობის სადეზინფექციო სამუშაოები.

„ტესტირება ჩაუტარდა ყველას, ვინც შემხებლობაში იყო ინფიცირებულთან. ინფიცირებულია ერთ-ერთი დეპარტამენტის რიგითი თანამშრომელი“, – განაცხადეს სუს-ში.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი, 1 253-ს შეადგენს.