მელანია ტრამპი ბელგიაში ნატო-ს ლიდერების მეუღელეებთან ერთად მუსიკალურ აკადამიას ესტუმრა

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი ბელგიაშია, სადაც მისი მეუღლე, დონალდ ტრამპი  ნატო-ს სამიტში იღებს მონაწილეობას.

სანამ სამიტი მიმდინარეობს, მელანია ტრამპი ნატო-ს ლიდერების მეუღელეებთან ერთად, დედოფალ ელისაბედის მუსიკალურ აკადამიაში იმყოფება.

აშშ-ის  პირველი ლედი მუსიკალურ აკადემიაში Calvin Klein -ის მუქი ლურჯი კაბითა და Christian Louboutin – ის ქუსლიანი ფეხსაცმლით მივიდა.