წესები

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მასშტაბური სანახაობაა. გრანდიოზული შოუს ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირია (EBU).

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წელს შვეიცარიაში ჩატარდა და მასში მხოლოდ 7 ქვეყანა მონაწილეობდა, მას შემდეგ კონკურსი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილე ქვეყნების რიცხვიც იზრდება.

ევროვიზიის კონკურსი ეფუძნება მკაცრად განსაზღვრულ წესებსა და პირობებს, ბევრი საორგანიზაციო დეტალი უკვე ტრადიციად იქცა. ორგანიზატორებს შოუს დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით კონკურსის წესებში პერიოდულად გარკვეული ცვლილებები შეაქვთ.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი – წესები

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ერთ-ერთი ვერსიაა საბავშვო ევროვიზია, რომელიც პირველად 2003 წელს გაიმართა. მისი ჩატარების წესები ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებისგან განსხვავებულია.