საბავშვო ევროვიზიის წესები

 

2023 წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემის წესი

 

საბავშვო ევროვიზია 2023 – ხმა მიეცი საქართველოს

ანასტასია & რანინა – Over The Sky

ხმის მისაცემად გადადი ბმულზე

 

 

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 2003 წელს გაიმართა. მისი ჩატარების წესები ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებისგან განსხვავებულია.

ევროვიზიისგან განსხვავებით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ავტომატურად, გასული წლის გამარჯვებულ ქვეყანაში არ იმართება. გამარჯვებულ ქვეყანას შეუძლია კონკურსის მასპინძლობაზე უარი განაცხადოს.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ერთდროულად 18 ქვეყანაზე მეტს მონაწილეობა არ შეუძლია, ევროვიზიის შემთხვევაში კი დასაშვებია 45 ქვეყანა.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში თავდაპირველად 8- დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ, თუმცა შემდეგ წლიდან წლოვანების ლიმიტი 9- დან 14 წლამდე შეიცვალა.

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა სახელმწიფო, მშობლიურ ენაზე უნდა შესრულდეს (დასაშვებია, ტექსტის 25 პროცენტი იყოს სხვა ენაზე ). ევროფესტივალის შემთხვევაში კი კონკურსანტი სიმღერის ენის არჩევაში თავისუფალია. სიმღერის ხანგრძლოვობა შეადგენს – 3 წუთს. მონაწილისა და სიმღერის შერჩევისა და კონკურსზე წარდგენის შემდეგ, მათი შეცვლა დაუშვებელია.

სცენაზე 2008 წლიდან რვის ნაცვლად ექვსი ბავშვი დაიშვება. კონკურსანტმა სიმღერა უნდა შეასრულოს ცოცხლად, ფონოგრამაზე მხოლოდ ბექ-ვოკალი და არანჟირება შეიძლება შესრულდეს.

საბავშვო ევროვიზიის წესის შესაბამისად, ხმის მიცემის პროცესში კონკურსანტი ქვეყნები მონაწილეობენ, თუმცა ქვეყანას თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია. ცვლილება, რომელიც საბავშვო ევროფესტივალზე 2008 წლიდან ამოქმედდა, კონკურსში ჟიურის ჩართვაა. თუ მანამდე გამარჯვებული SMS-ების საშუალებებით ვლინდებოდა, ახლა ფინალისტის გამოსავლენად მაყურებელმა და ჟიურიმ (50/ 50 % – ზე) თანაბარი უფლება მიიღეს.

2008 წლიდან, ნაციონალური ჟიური 6 წევრისგან შედგება. ისინი არიან 16 წელს გადაცილებული პროფესიონალი მუსიკოსები. 2012 წლიდან არსებობს საბავშვო ჟიურიც (ერთი წარმომადგენელი თითო კონკურსანტი ქვეყნიდან). დიდების ევროვიზიისგან განსხვავებით, ბავშვებზე სტრესის ზემოქმედების შემცირების მიზნით, ხმის მიცემის დეტალური მონაცემები არ ქვეყნდება.

ფინალური კონკურსის დასრულების შემდეგ, კონკურსანტი ქვეყნების სპიკერები პირდაპირ ეთერში აცხადებენ, თავისი ქვეყნის ხმის მიცემის შედეგებს; ბავშვებზე სტრესის შემცირების მიზნით, ყველა მონაწილეს ავტომატურად ენიჭება 12 ქულა.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრმა 31 ქვეყანამ მიიღო. მონაქილე ქვეყნებიდან წარმატებულები აღმოჩნდნენ: საქართველო (გაიმარჯვა 3-ჯერ), ბელორუსი (გაიმარჯვა 2-ჯერ), სომხეთი (გაიმარჯვა ერთხელ, II ადგილი დაიმსახურა 2-ჯერ), რუსეთი (გაიმარჯვა ერთხელ, II ადგილი დაიმსახურა 2-ჯერ), ესპანეთი (გაიმარჯვა ერთხელ, II ადგილი მოიპოვა 2-ჯერ).

მნიშვნელოვანი ცვლილებები კონკურსის წესებში

2016 წელს, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და მალტის მაუწყებელმა (TVM) საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გაახმიანეს.

საბავშვო ევროვიზია, გასულ წლებში შაბათობით, როგორც წესი, საღამოს საათებში ტარდებოდა. კონკურსის ორგანიზატორებმა საღამოს და ღამის საათებში აქტიურობა ბავშვებისთვის შეუფერებლად ჩათვალეს. მათი გადაწყვეტილებით, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსი მალტის რესპუბლიკის დედაქალაქ ვალეტაში კვირას, 20 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში გაიმართა. 

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება კონკურსანტი ბავშვების ასაკს უკავშირდება. კონკურსში თავდაპირველად 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ, თუმცა 2007 წლიდან წლოვანების ლიმიტი 10-დან 15 წლამდე შეიცვალა. 2016 წელს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, კონკურსში მონაწილეობას 9-დან 14 წლამდე მომღერლები მიიღებენ. 

თავდაპირველად საკონკურსო სიმღერა ბავშვის მიერ უნდა ყოფილიყო დაწერილი, თუმცა 2008 წლიდან ეს წესი შეიცვალა – საკონკურსო სიმღერა პატარა შემსრულებლის თანამონაწილეობით იქმნებოდა, ანუ კომპეტენტურ მუსიკოსს დახმარება შეეძლო, თუმცა სიმღერაზე საავტორო უფლება ბავშვს ეკუთვნოდა. 2016 წლიდან კონკურსის წესები ბავშვს სიმღერის ავტორობას, ან თანაავტორობას აღარ ავალდებულებს. ბავშვმა მონაწილეობა უნდა მიიღოს სიმღერის შექმნაში, იგულისხმება, რომ მას უფროსები დაეხმარებიან.  

2016 წლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ხმის მიცემის პროცედურაში – ხმის მიცემის პროცესს ტელემაყურებელი გამოეთიშა. კონკურსის გამარჯვებულს ხმის მიცემის შედეგად, პროპორციულად – პრინციპით 50%/50% პროფესიონალური ჟიური და საბავშვო ჟიური გამოავლენენ.

2016 წელს განსხვავებული იყო ხმის მიცემის შედეგების გამოცხადების პროცესიც. პირველად ეკრანზე გამოჩნდა პროფესიონალი ჟიურის ხმის მიცემის შედეგები, შემდეგ სპიკერმა-ბავშვებმა, თითოეული ქვეყნიდან, საბავშვო ჟიურის ხმის მიცემის შედეგები გამოაცხადეს. 
კონკურსის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უმთავრესად, ბავშვებზე სტრესის ზემოქმედების შემცირებას ისახავდა მიზნად და იმასაც, რომ კონკურსი კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო.

2017 წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა. კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით შესაძლებლობა მიეცა მხარი დაეჭირა საკუთარი ქვეყნის კონკურსანტისთვის.

გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებითა და ონლაინ ქულების შედეგების მეშვეობით გამოვლინდა.

ხმის მიცემის ვიდეოინსტრუქცია

2018 წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემის წესები

ვიდეოინსტრუქცია

2019 წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემის წესი

ვიდეოინსტრუქცია

2020 წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემის წესი

ვიდეოინსტრუქცია

 

ხმა მიეცი საქართველოს, მიიღე მონაწილეობა ონლაინ ხმის მიცემაში მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და მხარი დაუჭირე საქართველოს ხმას, სანდრა გადელიას!

საბავშვო ევროვიზია 2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარდება. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე junioreurovision.tv 27 ნოემბრის 23:00 საათიდან 29 ნოემბრამდე.

ხმის მიცემა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ყველას შეუძლია, წვლილი შეიტანოს წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულის არჩევაში.

როგორ მუშაობს ეს სიტემა?

აქვს მნიშვნელობა სად ხარ და საიდან ხარ. შენ შეგიძლია, დაიწყო ხმის მიცემა პარასკევს, 27 ნოემბერს, 23 საათიდან junioreurovision.tv-ის საშუალებით.

ყველა ვიდეოს ყურებისა და მოსმენის შემდეგ, შეგიძლია, ხმა მისცე სამ რჩეულს. კენჭისყრა შეჩერდება კვირას, 29 ნოემბერს პირდაპირი ეთერის დაწყების წინ და განახლდება 15 წუთით. მას შემდეგ, რაც ყველა სიმღერა შესრულდება, შენი ხმა გაიგზავნება ხმის დამთვლელ ჯგუფში, გადაიქცევა ქულებად და საბოლოო შედეგის ნახევარს განსაზღვრავს, ხოლო მეორე ნახევარს კი, ჟიური გადაწყვეტს.

როგორც ყოველთვის, გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებს.

 

2021 წელს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემის წესი