მონაცემთა დაცვა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემისას პირადი მონაცემების დაცვის პროცედურები

ტელევიზიით მხარდაჭერის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე ინფორმაცია განკუთვნილია ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ტელევიზიით მხარდამჭერი მონაწილისთვის, სადაც წარმოდგენილია სატელეფონო ზარის განხორციელებით ხმის მიცემისას თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების და მონაცემთა დაცვის კანონის ფარგლებში თქვენი უფლებების მოკლე მიმოხილვა.

როგორც საერთო მონაცემთა შემგროვებლები, ჩვენ,

ევროპის სამაუწყებლო კავშირი მონაწილე სამაუწყებლო ტელევიზიასთან [საზოგადოებრივი მაუწყებელი] და მასპინძელ მაუწყებელთან ერთად

ვალდებულნი ვართ დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები და პატივი ვცეთ პირად ინფორმაციას მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელდობრ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის გენერალური რეგულაცია 2016/679 (GDRP) და მონაცემთა დაცვის გერმანიის ფედერალური აქტი (BDSG). ქვემოთ მითითებულის გარდა, ჩვენ სხვა მიზნებისთვის არ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

EBU-მ და კომპანიამ გააფორმეს ერთობლივი და სპეციფიკური ,,საერთო მაკონტროლებლების შეთანხმება“ GDRP-ის 26-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის ძირითადი პუნქტები ხელმისაწვდომია მოთხოვნისამებრ EBU-ს ან კომპანიის დაწესებულებებში.

 

პერსონალური მონაცემების რომელი კატეგორიები მუშავდება?

ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მოვიპოვებთ ხმის მიცემისას სატელეფონო ზარით ან მოკლეტექსტური შეტყობინებით (რომელსაც პირდაპირ გამოაგზავნით ან ESC აპლიკაციის გამოყენებით) თქვენი საკომუნიკაციო კაბელის ან მობილური ქსელის პროვაიდერის მოწოდებული კავშირების გამოყენებით.

ამ დროს, თქვენი წარმოშობის ქვეყნიდან გამომდინარე, შევაგროვებთ მომდევნო კატეგორიის მონაცემებს

– თქვენი მობილური ტელეფონის ნომერს (MSISDN-მობილური სადგურის ინტეგრირებული სერვისების ციფრული ქსელის ნომერი)

– ტელევიზიით მხარდაჭერაში მონაწილეობის თარიღს და დროს

– სიმღერის ნომერის, რომელსაც ხმა მიეცით

– თქვენი საკომუნიკაციო კაბელის ან მობილური ქსელის პროვაიდერის დასახელებას

– ქსელის პროვაიდერთან დადებული კონტრაქტის ტიპს (წინასწარგადახდილი, კონტრაქტი)

 

რაში მდგომარეობს მონაცემების დამუშავების მიზანი და რა არის აღნიშნულის იურიდიული საფუძველი?

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე (GDPR-ის მე-6 მუხლის 1(ვ) თავი), რაც გულისხმობს ESC-ში შეყვანილი სიმღერების ქულების განსაზღვრას ოფიციალური შედეგების და, შესაბამისად, გამარჯვებულის გამოსავლენად.

თქვენი მონაწილეობა ნებაყოფლობითია და ტელევიზიით მხარდაჭერაში მონაწილეობით თქვენ თანხმობას გამოთქვამთ (ზემოაღნიშნული) პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე მომდევნო მიზნებისთვის:

– ESC-ს რეალური და ოფიციალური შედეგების დასათვლელად და გამოსავლენად აუდიტორიის (მათ შორის, თქვენი) მიცემული ხმების საფუძველზე;

– ESC-ში ხმის მიცემის შესახებ საშუალო სტატისტიკის გამოსავლენად;

– გამოთვლილი და ანონიმური შედეგების/ხმების გამოსაქვეყნებლად.

 

ვის ექნება წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე?

ტელევიზიით მხარდაჭერაში მონაწილეობის მისაღებად, თქვენ იყენებთ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, რომელსაც უზრუნველყოფს ეროვნული სატელეკომუნიკაციო კომპანია და/ან აგრეგატორი და კომპანიას უგზავნის თქვენს პერსონალურ მონაცემებს სრულად ან ნაწილობრივ აუდიტორიის ნამდვილი შედეგების გამოსათვლელად.

კომპანიის შიგნით თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ექნებათ დეპარტამენტებს, რომლებსაც ინფორმაცია ესაჭიროებათ კომპანიის სახელშეკრულებო და იურიდიული ვალდებულებების შესასრულებლად. გარდა ამისა, ამ მიზნით, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება მიიღონ კომპანიაში მომუშავე მომსახურების პროვაიდერებმა და მინდობილმა აგენტებმა, რომლებიც დაიცავენ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. მაგალითად, ასეთი მიმღები პირებია IT მომსახურების ან სატელეკომუნიკაციო პროვაიდერები.

კომპანიის ფარგლებს გარეთ თქვენი პერსონალური მონაცემები არ გავრცელდება. ამავდროულად, EBU კომპანიასთან ერთად ერთობლივად აკონტროლებს სატელევიზიო მხარდაჭერის პროცესს, თუმცა კომპანია არ გაუგზავნის EBU-ს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. EBU კომპანიისგან მიიღებს მხოლოდ ანონიმურ შედეგებს ზემოხსენებული მიზნებისთვის. გამოქვეყნდება მხოლოდ გამოთვლილი და ანონიმური შედეგები.

 

გადაეცემა პერსონალური მონაცემები მესამე ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას?

გერმანიის ფარგლებს გარეთ მიცემილი ხმები გადაეგზავნება კომპანიას გერმანიაში ხმების დასამუშავებლად. ხმების შემდგომი გადაცემა არ განხორციელდება. კომპანია პერსონალურ მონაცემებს არ გადასცემს მესამე ქვეყნებს ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ.

 

რა ვადით შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

კომპანია დაამუშავებს და შეინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სახელშეკრულებო და იურიდული ვალდებულებების მოთხოვნების შესაბამისად.

მას შემდეგ, რაც პერსონალური მონაცემების შენახვის საჭიროება გამოირიცხება სახელშეკრულებო და იურიდიული ვალდებულებებით, იგი რეგულარულად წაიშლება, თუკი, დროის ფიქსირებულ მონაკვეთში, მონაცემების დამუშავება საჭირო არ გახდება მომდევნო მიზნებისთვის:

– კომერციული და საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციის შენახვის ვალდებულებების შესრულება;

– გერმანიის სავაჭრო კოდექსი (HGB), საგადასახადო კოდექსი (AO), ფულის გათეთრების აქტი (GwG). აღნიშნული კანონები ზოგადად განსაზღვრავს ინფორმაციის შენახვის პერიოდებს დაარქივებისა და დოკუმენტაციის მიზნებისთვის ორიდან ათ წლამდე პერიოდში.

 

რაში მდგომარეობს თქვენი უფლებები?

თქვენ გაქვთ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება და შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი შესწორება უზუსტობის შემთხვევაში და წაშლა, თუკი მონაცემების შენახვის საჭიროება აღარ იდგება დღის წესრიგში იმ მიზნებისთვის, რაზედაც ისინი შეგროვდა და დამუშავდა.

ზოგიერთ შემთხვევაში, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა მონაცემთა ტრანსპორტაბელურობისთვის ან უარი განაცხადოთ მონაცემთა დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოთქმული თანხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოითხოვოთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თანხმობის გამოთხოვება გავრცელდება მხოლოდ შემდგომ პერიოდზე. თანხმობის გამოთხოვებამდე დამუშავებულ მონაცემებზე აღნიშნული მოთხოვნა არ გავრცელდება.

უფლების გამოყენება შეგიძლიათ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე მოთხოვნის გამოგზავნით [email protected].

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება წარმოადგენს მონაცემთა დაცვის კანონ(ებ)ის დარღვევას, უფლება გაქვთ საჩივრით მიმართოთ სამეთვალყურეო ორგანოს, კერძოდ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში თქვენს რეზიდენტობის ადგილზე, სამუშაო ადგილზე ან დარღვევის აღმოჩენის პუნქტში.

 

როგორ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ოფიცრებს?

კონფიდენციალურობის შეტყობინებასთან დაკავშირებით კითხვების ან პრეტენზიების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

კომპანიის მონაცემთა დაცვის ოფიცერს [email protected]

EBU-ს მონაცემთა დაცივს ოფიცერი [email protected]

 

მოქმედების ვადა და ცვლილებები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა ძალაშია 2021 წლის 11 თებერვლიდან.

უფლებას ვიტოვებთ, საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ, ნებისმიერ დროს შევცვალოთ, დავაკორექტიროთ ან შევამციროთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

საბოლოო დადგენილებები

სავალდებულო დოკუმენტი

თითოეულმა მონაწილე მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ დელეგაციის ხელმძღვანელს, ხმის მიცემის პროექტის ლიდერს, ნოტარიუსს, ოფიციალურ წარმომადგენელსა და კომენტატორ(ებ)ს წვდომა ექნებათ წინამდებარე დოკუმენტზე და შეასრულებენს მის პირობებს. თითოეულმა მონაწილე მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჟიურის წევრები დაიცავენ ხმის მიცემის ინსტრუქციებს. თითოეულმა მონაწილე მაუწყებელმა უნდა მიაწოდოს ხმის მიცემის შესაბამისი ცნობარი, რომელსაც გასცემს EBU ჟიურის წევრებისთვის, ნოტარიუსისა და ხმის მიცემის პროექტის ლიდერისთვის.

წინამდებარე პირობების შეუსრულებლობა წარმოადგენს დარღვევას და შეიძლება გამოიწვიოს საკომპენსაციო ღონისძიებების/სანქციების დაკისრება, ESC-ის 2.6 მუხლის თანახმად. გარდა ამისა, ხმის მიცემასთან დაკავშირებული დარღვევის და/ან ნებისმიერი წესის დაუცველობის ფაქტზე დაყრდნობით, EBU, ხმის მიცემის პარტნიორთან, ხმის მიცემის პროცესზე ხმის მიცემის დამოუკიდებელ დამკვირვებელთან და საკონტროლო ჯგუფის თავმჯდომარესთან მოთათბირების საფუძველზე, უფლებას იტოვებს წაშალოს ასეთი ხმები შეგროვებული ქულებიდან.

ESC-ს აღმასრულებელ სუპერვაიზერს უფლება აქვს განმარტოს ხმის მიცემის ინსტრუქციები და გამოთქვას საბოლოო აზრი აღნიშნულ საკითხზე.

კონფიდენციალურობა

მონაწილე მაუწყებელმა კონფიდენციალურად უნდა შეინახოს ხმის მიცემის ინსტრუქციების პირობები და არ გაუმჟღავნოს ეს დადგენილებები ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ნებისმიერი სხვა პირს, მხარის პროფესიონალი მრჩეველის და ასევე (ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად) ჟიურის წევრების ან კანონით ან ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნის გარდა.

უპირატესი ვერსია

ხმის მიცემის ინსტრუქციებსა და ESC-ის წესებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ხმის მიცემის ინსტრუქციებს.

ხმის მიცემის ინსტრუქციებსა და ხმის მიცემის ცნობარს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ხმის მიცემის ინსტრუქციებს.