ისტორია

  • ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ESC) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია. გრანდიოზულ სანახაობას ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს.
  • კონკურსის შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა.
  • კონკურსის მოდელად იქცა იტალიის სან-რემოს მუსიკის ფესტივალი.
  • იდეის ავტორი, EBU-ის ფრანგი წარმომადგენელი მარსელ ბაისონი კონკურსის ძირითად მიზნად გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანას, ევროპის გაერთიანების ხელშეწყობას ასახელებს.
  • ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა და მასში მხოლოდ 7 ქვეყანა მონაწილეობდა.
  • 1956 წელს კონკურსის პირველი გამარჯვებული გახდა შვეიცარიის წარმომადგენელი ლიზ ასია (Lys Assia), სიმღერით Refrain.
  • ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ცნობილ შემსრულებლებ შორის არიან: ჯგუფი ABBA, სელინ დიონი, ტოტო კუტუნიო, ხულიო იგლესიასი, ალბანო და რომინა პაუერი, ჯონი ლოგანი.
  • ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ერთ-ერთი ვერსიაა საბავშვო ევროვიზია (JESC), კონკურსი 9-დან 14 წლამდე შემსრულებლებისთვის. საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 2003 წელს ჩატარდა.