ჩვენ კონკურსზე

ნუცა ბუზალაძე საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს.

Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი – ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.

ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. კონკურსის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

 

 

საბავშვო ევროვიზია – ქართველი კონკურსანტების ისტორია

საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა – მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია.

 

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა „ბზიკებმა”კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა.

მეორედ, 2011 წელს გამარჯვებული გახდა ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music.

მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა, სიმღერით „მზეო” მოუტანა, 2016 წელს.

 

  • საქართველომ უმასპინძლა საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს, რომელიც 2017 წლის, 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. 
  • საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო.