2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს პორტუგალია მასპინძლობს

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. გრანდიოზულ სანახაობას „ალტის არენა“ უმასპინძლებს

 

2018 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები 8 და 10 მაისს, ხოლო ფინალი 12 მაისს ჩატარდება

 

პორტუგალიაში ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს პირველად ჩატარდება. 

 

პორტუგალიამ მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ მოიპოვა რაც გასულ წელს, კიევში, რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა, სიმღერით – Amar Pelos Dois.