JESC 2015

კვარტეტი The Virus, სიმღერით „გაბედე”

2015 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი კვარტეტის წევრები არიან: 

 

ელენე კეჟრიშვილი
დაბადების თარიღი: 2004 წლის 6 ნოემბერი;
,,ნიუტონის თავისუფალი სკოლის” VI კლასის მოსწავლეა;
2010 წლიდან სწავლობს ,,ბზიკებისტუდიოში”;
2012 წლიდან არის საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,დეოდორას” წევრი. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში, მოხუცთა თავშესაფრებისა და ბავშვთა სახლების ხშირი სტუმარია;
2013-2014 წლებში ,,მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში” სხვადასხვა კონცერტებში მონაწილეობდა;
2015 წლის 21 ივნისს მონაწილეობდა ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელთა საქველმოქმედო კონცერტში. შემოსული თანხა გადაირიცხა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა ფონდში. ელენემ მოინახულა სტიქიით დაზარალებული ბავშვები და
მათ თავისი ტანსაცმელი და სათამაშოები გადასცა; მღერის 3 წლიდან;
უყვარს ცურვა, ჰიპ-ჰოპი;
ოცნებობს დააფუძნოს საქველმოქმედო ფონდი.

 

ლიზი თავბერიძე
დაბადების თარიღი: 2003 წლის 17 ივლისი;
თბილისის N47-ე საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეა;
6 წლიდან სწავლობს ,,ბზიკებისტუდიოში”;
2012 წელს, იტალიაში, მუსიკალურ ფესტივალზე ,,ტრიკოლე” პირველი ადგილი დაიმსახურა;
ჰობი: სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ფეხბურთი, სკეიტბორდი;
ოცნებობს გახდეს მომღერალი და მოდელი.

 

თაკო გაგნიძე
დაბადების თარიღი: 2004 წლის 10 ივლისი;
სკოლა ,,სადუნის” VI კლასის მოსწავლეა;
6 წლის ასაკში სამოდელო კონკურსში გაიმარჯვა და წლის ,,პრინცესა” გახდა;
2013 წლიდან სწავლობს ,,ბზიკებისტუდიოში”;
2014 წლიდან ეუფლება ცეკვას ანსამბლში ,,ერულა”;
ჰობი: სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ცურვა, ფეხბურთის თამაში.

 

დათა პავლიაშვილი
დაბადების თარიღი: 2004 წლის 10 ივლისი;
თბილისის საერთაშორისო სკოლის – ,,ახალი სკოლა” (New School) მოსწავლეა;
2014 წლიდან სწავლობს ,,ბზიკებისტუდიოში”;
ჰობი: სიმღერა, ცურვა, ფეხბურთის თამაში.