„ენ ბი სი“ - აშშ-ის ახალი ბიუჯეტის დოკუმენტში ასახულია რესპუბლიკელთა ძალისხმევა სამთავრობო შენობებზე ლგბტქ დროშების აღმართვის აკრძალვაზე
„ენ ბი სი“ - აშშ-ის ახალი ბიუჯეტის დოკუმენტში ასახულია რესპუბლიკელთა ძალისხმევა სამთავრობო შენობებზე ლგბტქ დროშების აღმართვის აკრძალვაზე

აშშ-ის ახალი ბიუჯეტის შესახებ დოკუმენტი, რომელიც კონგრესმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა, მოიცავს დებულებას, რომელიც აშშ-ის საელჩოებზე, ამერიკული დროშის გარდა, სხვა თემატური დროშების აღმართვას კრძალავს.

როგორც „ენ ბი სი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ 1 012-გვერდიან დოკუმენტში ცალსახად ნახსენები არ არის ლგბტქ პრაიდის დროშების აღმართვის აკრძალვა, ტექსტში ასახულია რესპუბლიკელთა ძალისხმევა სამთავრობო შენობებზე ლგბტქ პრაიდის დროშების გამოფენის აკრძალვასთან დაკავშირებით.

„ამ აქტით, არ შეიძლება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაწესებულების თავზე აღიმართოს ან გამოიფინოს აშშ-ის დროშის გარდა სხვა დროშა, იქნება ეს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მძევლებისა და უკანონოდ დაკავებულთა, შტატის, ინდიელთა ტომის წარმომადგენელთა თუ აშშ-ის სააგენტოს ოფიციალური დროშა, ან სხვა სუვერენული სახელმწიფოსი“, – ნათქვამია ტექსტში.