ზეიდი სმითი
ზეიდი სმითი
ზეიდი სმითი, Zadie Smith – ბრიტანელი მწერალი, ესეისტი,  1975 წელს ბრიტანეთში დაიბადა. ზეიდის დედა იამაიკელი, ხოლო მამა ბრიტანელია. ამ ფაქტმა ბევრად განაპირობა მისი, როგორც მწერლის შემოქმედებითი ინტერესები და ძირითადი თემები. ზეიდი სმითის პირველი რომანი „თეთრი კბილები“ მსოფლიო ბესტსელერი გახდა. იმ დროს ზეიდი მხოლოდ 25 წლის იყო.    ზეიდი სმითი ბრიტანულ ლიტერატურაში ახალი, მულტიეთნიკური  მიმართულების სიმბოლო გახდა.  მისი შემოქმედების ძირითადი თემებია რასიზმი, მულტიკულტურულობა, რელიგია, ადამიანური ურთიერთობები, ოჯახური ფასეულობები, კულტურული იდენტობა, გენდერი და ა.შ. მწერალი მკითხველებს თავი...

ზეიდი სმითი, Zadie Smith – ბრიტანელი მწერალი, ესეისტი,  1975 წელს ბრიტანეთში დაიბადა. ზეიდის დედა იამაიკელი, ხოლო მამა ბრიტანელია. ამ ფაქტმა ბევრად განაპირობა მისი, როგორც მწერლის შემოქმედებითი ინტერესები და ძირითადი თემები.

ზეიდი სმითის პირველი რომანი „თეთრი კბილები“ მსოფლიო ბესტსელერი გახდა. იმ დროს ზეიდი მხოლოდ 25 წლის იყო.    ზეიდი სმითი ბრიტანულ ლიტერატურაში ახალი, მულტიეთნიკური  მიმართულების სიმბოლო გახდა.  მისი შემოქმედების ძირითადი თემებია რასიზმი, მულტიკულტურულობა, რელიგია, ადამიანური ურთიერთობები, ოჯახური ფასეულობები, კულტურული იდენტობა, გენდერი და ა.შ. მწერალი მკითხველებს თავისი ორიგინალური წერის სტილით, იუმორითა და მახვილგონიერებით ხიბლავს.

2010 წლიდან ზეიდი სმითი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორია და შემოქმედებით წერას ასწავლის. მას მიღებული აქვს უამრავი ლიტერატურული პრემია და ჯილდო.

მეტი მაჩვენე ნაკლები