უოლეს სტივენსი
უოლეს სტივენსი (1879-1955) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მოდერნისტი პოეტი, დაჯილდოვებულია პულიცერის პრემიით.
თემატიკისა და ლექსის აგებულების სირთულის გამო სტივენსი ძნელად გასაგებ პოეტად ითვლება. მას ასევე, აბსტრაქციონისტად და პროვოკატიულ მოაზროვნედ მიიჩნევენ. კრიტიკოსი ჰაროლდ ბლუმი სტივენსს „თავისი დროის ყველაზე კარგად გამომხატავ“ ამერიკელ პოეტს უწოდებდა.