ტონი მორისონი
ტონი მორისონი
ტონი მორისონი (ჰლოი ენტონი უირფორდი) პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა (1993წ.). ის 1931 წლის 19 თებერვალს ოჰაიოს შტატის ქალაქ ლორეინში დაიბადა. 1949 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ხოლო 1953 წელს კი კორნელის უნივერსიტეტი,  მაგისტრის ხარისხით. ტონი მორისონი თავის შემოქმედებაში ეხება აფროამერიკელთა ცხოვრების დეტალებს, მძაფრად და დაუფარავად საუბრობს აფროამერიკელთა პრობლემებზე, იმ სირთულეებზე, რაც რასიზმს თან სდევს. ის ადრეული ბავშვობიდანვე ეზიარა აფროამერიკულ კულტურასა და ისტორიას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მწერალი არ ერიდება აფროამერიკული საზოგადოების შ...

ტონი მორისონი (ჰლოი ენტონი უირფორდი) პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა (1993წ.). ის 1931 წლის 19 თებერვალს ოჰაიოს შტატის ქალაქ ლორეინში დაიბადა. 1949 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ხოლო 1953 წელს კი კორნელის უნივერსიტეტი,  მაგისტრის ხარისხით.

ტონი მორისონი თავის შემოქმედებაში ეხება აფროამერიკელთა ცხოვრების დეტალებს, მძაფრად და დაუფარავად საუბრობს აფროამერიკელთა პრობლემებზე, იმ სირთულეებზე, რაც რასიზმს თან სდევს. ის ადრეული ბავშვობიდანვე ეზიარა აფროამერიკულ კულტურასა და ისტორიას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მწერალი არ ერიდება აფროამერიკული საზოგადოების შიგნით არსებული პრობლემების შესახებ წერას.

ტონი მორისონის რომანებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია „სოლომონის სიმღერა“, „საყვარელი“, „შინ“, „ცისფერი თვალები“, „სიყვარული“, „მოწყალება“ და ა.შ. 1987 წელს წიგნმა „საყვარელი“ მას პულიცერის პრემია მოუტანა. გამოქვეყნებული აქვს  ერთადერთი მოთხრობა „რეჩიტატივი“, რომელმაც მაშინვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია და საზოგადოების განხილვის საგანი გახდა, რადგან მწერალი ისე აღწერს ორი სხვადასხვა რასის გოგონას ურთიერთობას, რომ მკითხველმა უნდა გამოიცნოს, რომელი თეთრკანიანია და რომელი აფროამერიკელი.

ტონი მორისონი დღესაც აქტიურად მოღვაწეობს ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში; წერს ახალ წიგნს, რომელსაც მოუთმენლად ელის მკითხველი. მას მიღებული აქვს მრავალი პრემია თუ ჯილდო. 2012 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტონი მორისონი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

მეტი მაჩვენე ნაკლები