თეიმურაზ დოიაშვილი
თეიმურაზ დოიაშვილი
თეიმურაზ დოიაშვილი – ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის აკადემიკოსი (2002), „გალაკტიონის კვლევის ცენტრის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი (2001 წლიდან დღემდე). ავტორია წიგნებისა: „ლექსის ევფონია“ (1981), „ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები“ (1982), „გუშინ, დღეს, ხვალ“ (1989), „ვერსიფიკაციული პორტრეტები“ (1999), „Enjambement“ (2000), „დაბრუნება“ (2003), „ორნი ერთ ნავში“ (2006), „ანდერძი ტარიელისა“ (2007), „მოტირალ-მოცინარი“ (2013). ლევან ბრეგაძესთან თანაავტორობით გამოცემული აქვს წიგნი „ვკითხულობთ კლასიკას“ (2014), აგრ...

თეიმურაზ დოიაშვილი – ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის აკადემიკოსი (2002), „გალაკტიონის კვლევის ცენტრის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი (2001 წლიდან დღემდე).

ავტორია წიგნებისა: „ლექსის ევფონია“ (1981), „ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები“ (1982), „გუშინ, დღეს, ხვალ“ (1989), „ვერსიფიკაციული პორტრეტები“ (1999), „Enjambement“ (2000), „დაბრუნება“ (2003), „ორნი ერთ ნავში“ (2006), „ანდერძი ტარიელისა“ (2007), „მოტირალ-მოცინარი“ (2013). ლევან ბრეგაძესთან თანაავტორობით გამოცემული აქვს წიგნი „ვკითხულობთ კლასიკას“ (2014), აგრეთვე პოლემიკური სტატიების ორი კრებული – „დაკარგული გასაღების ძიებაში“ (1985) და „პოლემიკას რა უნდა“ (2001).

გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სტატია ლიტერატურის თეორიისა და ლექსმცოდნეობის, გალაკტიონოლოგიიისა და კრიტიკის პრობლემებზე.

მეტი მაჩვენე ნაკლები