თამარ მამარდაშვილი
დაიბადა 1995 წლის 8 მარტს, ქალაქ წყალტუბოში.
2017 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, 2020 წელს კი ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხური სპეციალიზაციით – სამოქალაქო სამართლის მაგისტრი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებში იურისტად, სპეციალისტად.
ბავშვობიდან წერს მოთხრობებს, მცირე ზომის მინიატურებსა და ნოველებს.
მისი ტექსტები დაბეჭდილია კრებულებში, ლიტერატურულ გაზეთებსა და ჟურნალებში.