თამარ ჟღენტი
თამარ ჟღენტი
თამარ ჟღენტი – დაიბადა 1994 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 2018 წელს ლონდონის უნივერსიტეტისგან მიიღო თ.ს. ელიოტის საზაფხულო სკოლის დაფინანსება, რამაც უბიძგა შეეცვალა პროფესია და დაეწყო აქტიური ლიტერატურული საქმიანობა. ამჟამად სწავლობს დიდ ბრიტანეთში მილტონ კინსის ღია უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. არის ინგლისური ენის CELTA-სერტიფიცირებული მასწავლებელი, GIPA-ს მოწვეული ლექტორი, ავსტრალიელი მწერლისა და კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო კონსულტანტის, მარტინა ნიკოლსის პირადი ასისტენტი და საერთაშორისო მუსიკალურ-ლი...

თამარ ჟღენტი – დაიბადა 1994 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 2018 წელს ლონდონის უნივერსიტეტისგან მიიღო თ.ს. ელიოტის საზაფხულო სკოლის დაფინანსება, რამაც უბიძგა შეეცვალა პროფესია და დაეწყო აქტიური ლიტერატურული საქმიანობა. ამჟამად სწავლობს დიდ ბრიტანეთში მილტონ კინსის ღია უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. არის ინგლისური ენის CELTA-სერტიფიცირებული მასწავლებელი, GIPA-ს მოწვეული ლექტორი, ავსტრალიელი მწერლისა და კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო კონსულტანტის, მარტინა ნიკოლსის პირადი ასისტენტი და საერთაშორისო მუსიკალურ-ლიტერატურული პროექტის „Keats The Musical”-ის გუნდის წევრი, რომელიც მიზნად ისახავს პოეტ ჯონ კიტსის ცხოვრებაზე მიუზიკლის შექმნას. მისი პოეტური დებიუტი შედგა „ლიტერატურულ გაზეთში“. წლების განმავლობაში იყო ახალგაზრდული ლიტერატურული კლუბების „დალკისა“ და „კოლიბრის“ წევრი, ასევე ქმნიდა პიესებს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრისთვის „ჰიგია“, რომელთან ერთადაც როგორც მოყვარული მსახიობი მიწვეული იყო მონაკოს ფესტივალზე და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სამი საერთაშორისო ნომინაცია ქალის როლის შესრულებისთვის.

მეტი მაჩვენე ნაკლები