სოსო პაიჭაძე
სოსო პაიჭაძე
სოსო პაიჭაძე დაიბადა 1943 წლის 21 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. 1960 წელს დაამთავრა ბათუმის პირველი საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად, მრავალი წლის განმავლობაში ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო. 1969 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა მწერლის პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატია. 1977 წელს გამომცემლობა „მერანმა“ მისი მოთხრობების პირველი კრებული „უკანასკნელი დუბლი“ გამოსცა. 1985 წე...

სოსო პაიჭაძე დაიბადა 1943 წლის 21 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. 1960 წელს დაამთავრა ბათუმის პირველი საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად, მრავალი წლის განმავლობაში ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო. 1969 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა მწერლის პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატია.

1977 წელს გამომცემლობა „მერანმა“ მისი მოთხრობების პირველი კრებული „უკანასკნელი დუბლი“ გამოსცა. 1985 წელს გამოვიდა მწერლის მეორე კრებული. 1995 წელს დაიბეჭდა მწერლის ბოლო წიგნი „სადაით დაეცი“.

მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, უნგრულ, ჩეხურ, გერმანულ, იუგოსლავიურ ენებზე. სოსო პაიჭაძე გარდაიცვალა 1994 წლის 30 აგვისტოს.

მეტი მაჩვენე ნაკლები