სოსო მეშველიანი
სოსო მეშველიანი
სოსო მეშველიანი დაიბადა 1974 წლის 28 მარტს. სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე, თუმცა, მიზეზთა გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და საზღვარგარეთ წასულიყო.  ცხრამეტი წელი გაატარა უცხოეთში,  ბოლო თხუთმეტი  წელი ცხოვრობდა  ესპანეთში. ლექსებს წერს სტუდენტობიდან. თუმცა, პირველი პუბლიკაცია, მოგვიანებით, ჟურნალ “ცისკარში”, შემდეგ კი “ჩვენ  მწერლობაში” შედგა.  მას შემდეგ მისი ლექსები და პროზაული ჩანაწერები სისტემატურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში. მისი ლექსები თარგმნილი და შეტანილია, უცხოურ  ქვეყნებში გამ...

სოსო მეშველიანი დაიბადა 1974 წლის 28 მარტს. სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე, თუმცა, მიზეზთა გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და საზღვარგარეთ წასულიყო.  ცხრამეტი წელი გაატარა უცხოეთში,  ბოლო თხუთმეტი  წელი ცხოვრობდა  ესპანეთში.

ლექსებს წერს სტუდენტობიდან. თუმცა, პირველი პუბლიკაცია, მოგვიანებით, ჟურნალ “ცისკარში”, შემდეგ კი “ჩვენ  მწერლობაში” შედგა.  მას შემდეგ მისი ლექსები და პროზაული ჩანაწერები სისტემატურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში. მისი ლექსები თარგმნილი და შეტანილია, უცხოურ  ქვეყნებში გამოცემულ კრებულებსა თუ ანთოლოგიებში.

“ინტელექტმა” სხვადასხვა წელს გამოსცა მისი სამი პოეტური და ერთი დოკუმენტური პროზის  კრებული – “ღამესასწაული”, “მიჟლაჰარ”,  “ქუნარეშ” და “ARBOLES  ALTOS”.

მეტი მაჩვენე ნაკლები