სიუზენ ზონტაგი
სიუზენ ზონტაგი

სიუზენ ზონტაგი – ამერიკელი მწერალი, XX საუკუნისთვის დამახასიათებელი კონცეპტუალური სტილის მქონე ფილოსოფოსი, ესეისტი, რადიკალი, განმანათლებელი და პოლიტიკური აქტივისტი.

მისი ესეების პირველი კრებული “ინტერპრეტაციის წინააღმდეგ” 1966 წელს გამოვიდა. მას მოჰყვა 1969 წელს გამოცემული წიგნი “რადიკალური ნების სტილები” და 1980 წელს გამოსული – “სატურნის ნიშნით”. ზონტაგს განსაკუთრებით აინტერესებდა ევროპული კინემატოგრაფი, ფოტოგრაფია, ევროპელი მწერლები და ფილოსოფოსები.