სინკლერ ლუისი
სინკლერ ლუისი
სინკლერ ლუისი (1885 – 1951) ამერიკელი მწერალი და დრამატურგი, პირველი ამერიკელი ნობელიანტი, ცნობილია რომანებით „მთავარი ქუჩა“, „ბაბიტი“, „ეს აქ არ მოხდება.“ სინკლერ ლუისი 1885 წლის 7 თებერვალს მინესოტას შტატის ქალაქ სოკ-ცენტრში დაიბადა. ცამეტი წლის ასაკში ლუისი შინიდან გაიქცა, სურდა ესპანეთ-ამერიკის ომში მედოლე გამხდარიყო, რაც წარუმატებლად დასრულდა. 1908 წელს ლუისმა იელის უნივერსიტეტი დაამთავრა. თავდაპირველად სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა ლექსებს და მცირე ზომის ნაწარმოებებს. რომანისთვის „ბაბიტი“ (1922) მას პულიცერის პრემია მიანიჭეს, მაგრამ ლუისმა უარი განაცხადა, რადგან მიაჩნდა, რომ პრე...

სინკლერ ლუისი (1885 – 1951) ამერიკელი მწერალი და დრამატურგი, პირველი ამერიკელი ნობელიანტი, ცნობილია რომანებით „მთავარი ქუჩა“, „ბაბიტი“, „ეს აქ არ მოხდება.“

სინკლერ ლუისი 1885 წლის 7 თებერვალს მინესოტას შტატის ქალაქ სოკ-ცენტრში დაიბადა. ცამეტი წლის ასაკში ლუისი შინიდან გაიქცა, სურდა ესპანეთ-ამერიკის ომში მედოლე გამხდარიყო, რაც წარუმატებლად დასრულდა. 1908 წელს ლუისმა იელის უნივერსიტეტი დაამთავრა. თავდაპირველად სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა ლექსებს და მცირე ზომის ნაწარმოებებს. რომანისთვის „ბაბიტი“ (1922) მას პულიცერის პრემია მიანიჭეს, მაგრამ ლუისმა უარი განაცხადა, რადგან მიაჩნდა, რომ პრემიას მისი ადრინდელი რომანი „მთავარი ქუჩა“ (1920) უფრო იმსახურებდა.

1930 წელს სინკლერ ლუისს ნობელის პრემია მიანიჭეს. სანობელო სიტყვაში თანამედროვე ამერიკელი მწერლების ქების გარდა, განაცხადა, – „ამერიკაში არა მარტო მკითხველები, მწერლებიც ერიდებიან ისეთ ლიტერატურას, რომელიც ამერიკის განდიდებას არ ემსახურება. ამერიკა ყველაზე დეპრესიული და მშფოთვარე ადგილია დღევანდელ მსოფლიოში.“ ნობელის პრემიის მიღების შემდეგ სინკლერ ლუისმა თერთმეტი რომანი დაწერა, მათგან გამორჩეულია 1935 წელს გამოქვეყნებული „ეს აქ არ მოხდება“, რომელშიც ამერიკელი ხალხი ფაშისტ პრეზიდენტს ირჩევს.

1951 წელს, სინკლერ ლუისი 65 წლის ასაკში რომში ალკოჰოლიზმით გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა.

მეტი მაჩვენე ნაკლები