ნინო სადღობელაშვილი
ნინო სადღობელაშვილი
ნინო სადღობელაშვილი დაიბადა 1980 წელს, თბილისში. 2002 წელს დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით (სახელოსნოს ხელმძღვანელი – ვახუშტი კოტეტიშვილი). “ინტელექტმა” გამოსცა ნინო სადღობელაშვილის მოთხრობების კრებულები: “ბამბაზიის სამოთხე” (2006), “იასამნის სეზონი” (2013) და ლექსების კრებულები – “შუაღამის იავნანა” (2008) და “ფრთები და ხელები” (2011). 2013 წელს, ამავე გამომცემლობამ დასტამბა ნინო სადღობელაშვილის სამი რომანი: “თავშესაფარი”, “ორსული” და “წამი იქა, წამი აქა...

ნინო სადღობელაშვილი დაიბადა 1980 წელს, თბილისში. 2002 წელს დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობით (სახელოსნოს ხელმძღვანელი – ვახუშტი კოტეტიშვილი).

“ინტელექტმა” გამოსცა ნინო სადღობელაშვილის მოთხრობების კრებულები: “ბამბაზიის სამოთხე” (2006), “იასამნის სეზონი” (2013) და ლექსების კრებულები – “შუაღამის იავნანა” (2008) და “ფრთები და ხელები” (2011).

2013 წელს, ამავე გამომცემლობამ დასტამბა ნინო სადღობელაშვილის სამი რომანი: “თავშესაფარი”, “ორსული” და “წამი იქა, წამი აქა.”

2015-2016 წლებში ინტელექტმა გამოსცა ფენტეზის ჟანრში შექმნილი სათავგადასავლო რომანების სერიის – განძის თეატრი– ორი წიგნი: “შვიდი სიმღერის საიდუმლო” და “ოქროს ხმალი”. სერიის პირველმა წიგნმა ორი ლიტერატურული პრემია აიღო – თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის პრემია ჟიურის სპეციალური პრიზი და მწერალთა სახლის პრემია “ლიტერა”.

მისი რამდენიმე პიესა დაიდგა საქართველოს სხვადასხვა თეატრში.

2012 წლიდან მუშაობს კინოსტუდია ხომლში. 2016 წელს “ხომლმა” მისი სცენარის მიხედვით გადაიღო მხატვრულ–დოკუმენტური ფილმი “თამარი” (რეჟისორი ლევან ლომაშვილი).

მეტი მაჩვენე ნაკლები