ნინა სამხარაძე
ნინა სამხარაძე

მე, ნინა სამხარაძე 1993 წლის 24 თებერვალს დავიბადე ქალაქ თელავში. ვსწავლობდი მესამე, მეცხრე, მეოთხე და მეათე საჯარო სკოლებში. 2011 წელს ჩავაბარე ილია სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, 2013 წელს გავაგრძელე სწავლა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომელიც 2014 წელს დავასრულე. 2015 წელს წავედი იტალიაში სადაც წელიწადი და ორი თვე გავატარე, 2017 წელს დავბრუნდი სამშობლოში. ამჟამად ვცხოვრობ ქალაქ რუსთავში. წერა დავიწყე 13 წლის ასაკში, ვწერდი ნოველებს, მოთხრობებს ახლა ძირითადათ პოეზიას.