ლევან ბრეგაძე – მწერალი, კრიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1971 წელს.
1978-1986წწ. იყო ჟურნალ „კრიტიკის“ პასუხისმგებელი მდივანი; 1990-1991წწ. იგივე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1989-1990წწ. გაზეთ „მამულის“ რედაქტორის მოადგილე; 1998-2000წწ. კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2000 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 2003 წლიდან „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის“ სწავლული მდივანი; 2006 წლიდან ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2009 – ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- 2007 – ლიტერატურული პრემია „საგურამო“
- 2003 – ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- 1993 – ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია, ლიტერატურული კრიტიკა
მეტი მაჩვენე ნაკლები