ლევან ბებურიშვილი
ლევან ბებურიშვილი
ლევან ბებურიშვილი – ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული  უნივერსიტეტის ლექტორი. არის ორი წიგნის, ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომისა და კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილის ავტორი, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერანციის მონაწილე. ძირითადად იკვლევს XIX-XX სს. ქართული ლიტერატურის ისტორიის პრობლემებს. ჯილდოები და სტიპენდიები: 2018 – წინანდლის პრემია (წლის საუკეთესო ნომინანტი) მონოგრაფიი...

ლევან ბებურიშვილი – ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული  უნივერსიტეტის ლექტორი. არის ორი წიგნის, ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომისა და კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილის ავტორი, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერანციის მონაწილე. ძირითადად იკვლევს XIX-XX სს. ქართული ლიტერატურის ისტორიის პრობლემებს.

ჯილდოები და სტიპენდიები:

2018 – წინანდლის პრემია (წლის საუკეთესო ნომინანტი) მონოგრაფიისათვის „ეთიკური პრობლემატიკა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“.

2014 – საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიატი.

2012 – კორნელი კეკლიძის სახელობის სტიპენდიატი.

2008-2011 – სახელმწიფო სტიპენდიატი.

მეტი მაჩვენე ნაკლები