კატია ვოლტერსი
კატია ვოლტერსი
კატია ვოლტერსი – მწერალი, მთარგმნელი. დაიბადა 1971 წელს საქართველოში. დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტები. 2012 წელს გამოსცა რომანი სახელწოდებით “იერიქონის ვარდი” – ქართულ ენაზე (გამომცემლობა “საუნჯე”). ამავე წლიდან თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებთან – “არილი”, “საუნჯე”, “ლიტერატურული გაზეთი”, “ჩვენი მწერლობა”. 2016 წელს ესპანური ენიდან თარგმნა ხორხე ლუის ბორხესის “წარმოსახვით არსებათა წიგნი”(გამომცემლობა “ინტელექტი”...

კატია ვოლტერსი – მწერალი, მთარგმნელი. დაიბადა 1971 წელს საქართველოში. დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტები. 2012 წელს გამოსცა რომანი სახელწოდებით “იერიქონის ვარდი” – ქართულ ენაზე (გამომცემლობა “საუნჯე”). ამავე წლიდან თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემებთან – “არილი”, “საუნჯე”, “ლიტერატურული გაზეთი”, “ჩვენი მწერლობა”.

2016 წელს ესპანური ენიდან თარგმნა ხორხე ლუის ბორხესის “წარმოსახვით არსებათა წიგნი”(გამომცემლობა “ინტელექტი”);  2017 წელს გერმანულ ენაზე თარგმნა ლუკა ბაქანიძის რომანი “მესამე ნაპირი” (გამომცემლობა “Klak-Verlag”). სხვადასხვა დროს ქართულ ენაზე ნათარგმნი აქვს გაბრიელ გარსია მარკესის, ოლგა ტოკარჩუკის, ანეტ პენტის მოთხრობები. მისი თარგმანები და სტატიები იბეჭდება ასევე ევროპულ სახელოვნებო ჟურნალ-გაზეთებში.
2012-2013 წლებში “ფოლკრადიოში” უძღვებოდა საავტორო გადაცემას “ევროპული არტკალეიდოსკოპი”.

2012 წელს იყო ლიტერატურული კონკურსის, “საბას” ფინალისტი. თარგმნის ქართული, გერმანული, ინგლისური, ესპანური, პოლონური და რუსული ენებიდან.

მეტი მაჩვენე ნაკლები