ჰენრი ფილდინგი
ჰენრი ფილდინგი
ჰენრი ფილდინგი (1707-1754) ინგლისელი რომანისტი და დრამატურგი, განთქმული უხეში იუმორით და სატირით. მისი „ტომ ჯონსი“ დღემდე აღაფრთოვანებს მკითხველს. სემუელ რიჩარდსონთან ერთად მიიჩნევა ტრადიციული ინგლისური რომანის ფუძემდებლად. დაიბადა შარპემში, სომერსეტშირში. განათლება იტონში მიიღო, სადაც დაუმეგობრდა ბრიტანეთის მიმავალ პრემიერ-მინისტრს, უილიამ პიტს. 11 წლისას დედა გარდაეცვალა. ბებიამ მომხიბვლელი მაგრამ უპასუხისმგებლო მამის, ედმუნდ ფილდინგის წინააღმდეგ სასამართლო აღძრა და ჰენრის მეორვეობა თვითონ ითავა. 1728 წელს ჰენრი ფილდინგი ნიდერლანდების პატარა ქალაქ ლეიდენში გაემგზავრა კლასიკური ფილოლოგიის და ...

ჰენრი ფილდინგი (1707-1754) ინგლისელი რომანისტი და დრამატურგი, განთქმული უხეში იუმორით და სატირით. მისი „ტომ ჯონსი“ დღემდე აღაფრთოვანებს მკითხველს. სემუელ რიჩარდსონთან ერთად მიიჩნევა ტრადიციული ინგლისური რომანის ფუძემდებლად.

დაიბადა შარპემში, სომერსეტშირში. განათლება იტონში მიიღო, სადაც დაუმეგობრდა ბრიტანეთის მიმავალ პრემიერ-მინისტრს, უილიამ პიტს. 11 წლისას დედა გარდაეცვალა. ბებიამ მომხიბვლელი მაგრამ უპასუხისმგებლო მამის, ედმუნდ ფილდინგის წინააღმდეგ სასამართლო აღძრა და ჰენრის მეორვეობა თვითონ ითავა.

1728 წელს ჰენრი ფილდინგი ნიდერლანდების პატარა ქალაქ ლეიდენში გაემგზავრა კლასიკური ფილოლოგიის და სამართლის შესასწავლად, მაგრამ უსახსრობის გამო მალე ლონდონში მოუწია დაბრუნება, სადაც დაიწყო თეატრისთვის პიესების წერა. მის ზოგიერთ ნაწარმოებს მკაცრად აკრიტიკებდა პრემიერ-მინისტრის რობერტ უოლპოლის მთავრობა. 1737 წლის თეატრის ცენზურის კანონიც ფილდინგის მოღვაწეობის შედეგია, კერძოდ მისი პიესის „ოქროს გავა.“ კანონის მიღების შემდეგ, პოლიტიკური სატირა თეატრში აიკრძალა, ამიტომ  ფილდინგი თეარტიდან წამოვიდა და ცოლის და ორი შვილის შესანახად იურისტის კარიერა არჩია.

ფილდინგებმა ბევრჯერ ნახეს გაჭირვება, მაგრამ მეცენატი რალფ ალენი, „ტომ ჯონსის“ მისტერ ოლვირთის პროტოტოპი, ძალიან ეხმარებოდა ოჯახს. რალფ ალენი ჰენრის გარდაცვალების შემდეგაც, მისი შვილების განათლების საფასურს იხდიდა. პოლიტიკური სატირის წერა ფილდინგს არასოდეს შეუწყვეტია, განსაკუთრებით წარმატებული იყო პიესა „ტრაგედიის ტრაგედია.“ წერდა ტორის პარიოდული გამოცემებისთვისაც. მის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად მიიჩნევა „ტომ ჯონსი“ (1749).

ჰენრი ფილდინგს ცოლი 1744 წელს გარდაეცალა. სამი წლის შემდეგ ცოლის მოახლეზე, მერიზე დაქორწინდა.

ამ სკანდალის მიუხედავად, ურყევი ანტი-იაკობიტიზმის და ინგლის ეკლესიის მხარდაჭერის გამო, ერთი წლის შემდეგ ფილდინგი ლონდონის მთავარ მოსამართლედ დაინიშნა. გვერდით ძმა დაიყენა და ისტორიკოსი ტრეველიანის გადმოცემით, ისინი მე-18 საუკუნის ლონდონის საუკეთესო მოსამართლეები იყვნენ. ფილდინგი სახალხო ჩამოხრჩობის წინააღმდეგი იყო. როგორც ჰუმანისტმა მხარს დაუჭერდა დაზარალებულ ელისაბედ კენინგის, რომლის პროცესი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროცესი გამოდგა. იმავე პერიოდში ჰანრი ფილდინგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და 1754 წელს სამკურნალოდ პორტუგალიაში გაემგზავრა. ორი თვის შემდეგ ლისაბონში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლისაბონში, ბრიტანელების სასაფლაოზე.

მეტი მაჩვენე ნაკლები