გიორგი შერვაშიძე
გიორგი შერვაშიძე
გიორგი შერვაშიძე – მწერალი. დაიბადა 1979 წელს თბილისში. დაამთავრა 24-ე საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი მოთხრობა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა 2000 წელს. მის შემდეგ პერიოდულად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: ,,მნათობი“, ,,ლიტერატურული პალიტრა“, ,,ლიტერატურა და ხელოვნება“, ,,ჩვენი მწერლობა“, ,,ქართული მწერლობა“, ,,ცისკარი“, ,,ახალი საუნჯე“, ,,არილი“ ,,ლიტერატურული საქართველო“ და ,,ლიტერატურული გაზეთი“. გამოცემული აქვს: მოთხრობების კრებულები – ,,ჩემი იერუსალიამი“ 2012 წ. და ,,გ...

გიორგი შერვაშიძე – მწერალი.

დაიბადა 1979 წელს თბილისში. დაამთავრა 24-ე საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე.

პირველი მოთხრობა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა 2000 წელს. მის შემდეგ პერიოდულად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: ,,მნათობი“, ,,ლიტერატურული პალიტრა“, ,,ლიტერატურა და ხელოვნება“, ,,ჩვენი მწერლობა“, ,,ქართული მწერლობა“, ,,ცისკარი“, ,,ახალი საუნჯე“, ,,არილი“ ,,ლიტერატურული საქართველო“ და ,,ლიტერატურული გაზეთი“.

გამოცემული აქვს:

მოთხრობების კრებულები – ,,ჩემი იერუსალიამი“ 2012 წ. და ,,გამორჩეული მოთხრობები“ 2015 წ.

რომანები (ტრილოგია) – ,,მცირე(ს) თავგადასავალი“ 2017 წ.  ,,ნიკალას ბოჰემა“ 2018 წ. ,,გოგლიმოგლი“ აფხაზურად 2019 წ.

წარდგენილი და ნომინირებული იყო სხვადასხვა ლიტერატურულ პრემიებზე. მოპოვებული აქვს რამდენიმე მთავარი ჯილდო.

ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.

 

 

მეტი მაჩვენე ნაკლები