ეკა ტოგონიძე
ეკატერინე ტოგონიძე – პროზაიკოსი, ტელეჟურნალისტი. მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემია, მათ შორის „საბა“.
ავტორია შემდეგი წიგნების: მოთხრობების კრებული „ანესთეზია“ (2011), რომანი „ასინქრონი“ (2014), მოთხრობების კრებული „მომისმინე“ (2015). „სხვა გზა“ ნათარგმნია გერმანულ ენაზე და შესულია ქართველ ავტორთა გერმანულენოვან კრებულში „Techno de Jaguar“. ამ ტექსტის მიხედვით შექმნილმა სცენარმა გაიმარჯვა საქართველოს კინოცენტრის სცენარის განვითარების კონკურსში (2013).