ეკა ქევანიშვილი
ეკა ქევანიშვილი
ეკა ქევანიშვილი, ჟურნალისტი, პოეტი. დაბადებული 1979 წლის 23 იანვარს, თბილისში. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი – საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით, მაგისტრის ხარისხი. ამჟამად არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დოქტორანტი. 2008 წლიდან დღემდე – რადიო თავისუფლების რეპორტიორია. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ „რეზონანსსა“ და „ახალ ვერსიაში“ გამომძიებელ და ახალი ამბების ჟურნალისტად. იყო რადიო „მწვანე ტალღის“ ახალი ამბების ჟურნალისტი და საავტორო ლიტერატურული გადაცემის – „ცოტა ლიტერატურა“ ავტორი...

ეკა ქევანიშვილი, ჟურნალისტი, პოეტი.
დაბადებული 1979 წლის 23 იანვარს, თბილისში.

2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი – საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით, მაგისტრის ხარისხი.
ამჟამად არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დოქტორანტი.
2008 წლიდან დღემდე – რადიო თავისუფლების რეპორტიორია.

სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ „რეზონანსსა“ და „ახალ ვერსიაში“ გამომძიებელ და ახალი ამბების ჟურნალისტად. იყო რადიო „მწვანე ტალღის“ ახალი ამბების ჟურნალისტი და საავტორო ლიტერატურული გადაცემის – „ცოტა ლიტერატურა“ ავტორი და წამყვანი.
ბი-ბი-სის პროექტ „მედია სამეზობლოს“ მენტორი საქართველოში.
ლიტერატურულ ჟურნალ „ახალი საუნჯის“ რუბრიკა – ნომრის სტუმრის ავტორი.

ეკა ქევანიშვილი არის ავტორი პოეტური კრებულებისა – „ჭორია“ (2006), „აქ ნუ დადგებით“ (2010), „სახლის გაყიდვა“ (2013), „ევაკუაციის გეგმა“ (2015) და ესსეების კრებულისა „ლიტერატურული პროფაილი“. მათ შორის კრებულმა „სახლის გაყიდვამ“ 2014 წელს მოიპოვა ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.

მისი ლექსები 1998 წლიდან იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში – „არილი“, „საუნჯე“, „ლიტერატურული პალიტრა“, „ლიტერატურული გაზეთი“ და სხვა.

ავტორი 80-ზე მეტი ლიტერატურული პროფაილისა თანამედროვე ქართველი მწერლების შესახებ.
მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, ლიტვურ, უკრაინულ, პოლონურ და სლოვაკურ ენებზე.

 

მეტი მაჩვენე ნაკლები