ბესო პაპასქუა
ბესო პაპასქუა

ბესო პაპასქუა დაიბადა 1988 წელს, სოხუმში. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით. 2014 წლიდან დღემდე მუშაობს პროექტში–„ქართული, როგორც მეორე ენა“. ამჟამად დამხმარე მასწავლებელია ჯავახეთის რეგიონში და ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში ასწავლის ქართულ ენას. მისი მოთხრობები დაბეჭდილია ჟურნალ „არილში“. ბესო  პაპასქუა არის ორი მცირე რომანის ავტორი.