ბერნარდინ ევარისტო
ბერნარდინ ევარისტო
2019 წლის ბუკერის პრემიის ჟიურიმ დაარღვია წესი და გამარჯვებულად ორი მწერალი გამოაცხადა – კანადელი მარგარეტ ეტვუდი და ბრიტანელი ბერნარდინ ევარისტო,  წიგნისთვის „გოგონა, ქალი და სხვები.“ ბერნარდინ ევარისტო  უამრავი ლიტერატურული პრიზისა თუ პრემიის მფლობელია.  გამოცემული აქვს რვა რომანი, ამას გარდა, ის წერს მოთხრობებს, ლექსებს, კრიტიკულ სტატიებს.  მისი რედაქტორობით გამოდის ლიტერატურული კრებულები,  ბერნარდინს იწვევენ  სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების ჟიურის შემადგენლობაში. მისი ორი ნოველის (The Emperor’s Babe და Hello Mum) მიხედვით შექმნილი რადიოპიესები  დიდი წარმატებით სარგებლობს  BBC Rad...

2019 წლის ბუკერის პრემიის ჟიურიმ დაარღვია წესი და გამარჯვებულად ორი მწერალი გამოაცხადა – კანადელი მარგარეტ ეტვუდი და ბრიტანელი ბერნარდინ ევარისტო,  წიგნისთვის „გოგონა, ქალი და სხვები.“

ბერნარდინ ევარისტო  უამრავი ლიტერატურული პრიზისა თუ პრემიის მფლობელია.  გამოცემული აქვს რვა რომანი, ამას გარდა, ის წერს მოთხრობებს, ლექსებს, კრიტიკულ სტატიებს.  მისი რედაქტორობით გამოდის ლიტერატურული კრებულები,  ბერნარდინს იწვევენ  სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების ჟიურის შემადგენლობაში.

მისი ორი ნოველის (The Emperor’s Babe და Hello Mum) მიხედვით შექმნილი რადიოპიესები  დიდი წარმატებით სარგებლობს  BBC Radio 4 – ზე.

2013 წელს ბერნარდინ ევარისტომ დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 2014 წლიდან ის ბრიტანეთის სამეფო ლიტერატურული საზოგადოების წევრია. დღეს ის არის ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტის შემოქმედებითი წერის პროფესორი.

ბერნარდინ ევარისტო 1959 წელს ლონდონში, ინგლისელი სკოლის მასწავლებლისა და ნიგერიელი შემდუღებლის ოჯახში დაიბადა.

მეტი მაჩვენე ნაკლები